1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ია იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იღ იძ იჯ
ინა ინგ ინდ ინე ინვ ინი ინკ ინო ინჟ ინს ინტ ინფ ინც

ინტერვენცია

  1. E. Intervention
    საერთაშორისო ტერმინი, რომელიც ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა ფორმით სხვა სახელმწიფოს იურისდიქციაში ჩარევას აღნიშნავს. ასეთ ჩარევას პირადი, ან ჰუმანიტარული მიზნები აქვს. გაეროს წესდებით (მე-2 მუხლი, მე-7 პარაგრაფი) „დაუპატიჟებელი” სამხედრო ი. აკრძალულია, რაც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმაა. მსოფლიო თანამეგობრობის ჩარევა სხვადასხვა ფორმით ვლინდება და არ შემოიფარგლება მხოლოდ სამხედრო და ჰუმანიტარული ი-ით.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ძალის გამოყენებით ჩარევა ან სხვაგვარი უკანონო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ამ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, პოლიტიკური წეს-წყობილების ან ორიენტაციის შეცვლას, რაც შეუთავსებელია გაეროს წესდებათასთან. განასხვავებენ შეიარაღებულ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ ი-ს, რომელთაგან ყველაზე საშიში ფორმაა შეიარაღებული, ანუ სამხედრო ი. - იგი აგრესიის აქტს წარმოადგენს და სამხედრო დანაშაულად ითვლება. სახელმწიფო, რომელიც სამხედრო ი-ს განიცდის, უფლებამოსილია იბრძოლოს ი-ის წინააღმდეგ მისთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით. აგრესიული ომისაგან განსხვავებით, რომელიც, ჩვეულებრივ, ქვეყნის ანექსიას ისახავდა ან ისახავს მიზნად, შეიარაღებული ი-ის მიზანია, ძალით შეცვალოს ამა თუ იმ სახელმწიფოს პოლიტიკური რეჟიმი, ამასთან, ფორმალურად მისთვის სუვერენული სახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნებით.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  3. E. intervention
    G. intervention
    Fr. intervention
    L. interventio შესვლა
    1. სახელმწიფოს შინაურ საქმეებში უცხო სახელმწიფოს აგრესიული ჩარევა, რომელიც მიმართულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და არ შეესაბამება გაეროს წესდებით გათვალისწინებულ პრინციპებსა, მიზნებს;
    2. კურსის რეგულირების მიზნით ცენტრალური საემისიო ბანკის მიერ ბანკთაშორის ბირჟაზე რომელიმე ქვეყნის ვალუტის შესყიდვა ან გაყიდვა. ამ მიზნით წარმოებული ოპერაცია.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9