1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ია იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იღ იძ იჯ
იეზ იერ იეს იეღ

იერარქია

  1. მთელი ნაწილების გაშლა ზემოდან ქვემოთ მიმავალი რიგით. ტერმინი პირველად გამოიყენებოდა ქრისტიანული ეკლესიის ორგანიზაციის დასახასიათებლად. თანამედროვე ლიტერატურაში ტერმინი იმავე მნიშვნელობით იხმარება სახელმწიფოს ბიუროკრატიული სტრუქტურის დასახასიათებლად. ელიტისტურ თეორიებში განსაკუთრებით მიხელსის მიერ ჩამოყალიბებულ თეორიაში, გატარებულია აზრი ნებისმიერი საზოგადოების ი–ული ორგანიზაციის შესახებ, რომ საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზაცია იმთავითვე გულისხმობს მის იერარქიულ მოწყობას.
    ი. (პოლიტიკური) რაიმე ნიშნის მიხედვით დაყოფის (სტრატიფიკაციის სისტემაა). დამახასიათებელია ყველა სოციალური სისტემისათვის. საერთაშორისო სისტემაში სტრატიფიკაცია ეფუძნება აქტორების ძალასა და სტატუსს, რომელიც სახელმწიფოებს (აგრეთვე სხვა აქტორებს) შორის არათანაბარი განაწილების გამო ი–ულ სახეს იღებს. ი–ულ სისტემაში ძალა და გავლენა თავმოყრილია ერთ ერთეულში, რომელიც უფლებამოსილია შექმნას უფრო მცირე ერთეულები, ამ უკანასკნელებმა – კიდევ უფრო მცირე და ა.შ. ცენტრალური გაბატონებული ძალა ამყარებს წესრიგს „ახალისებს“ ან „სჯის“ თავის ქვემდგომ ერთეულებს, მათი მეშვეობით (და არა უშუალოდ) – მესამე დონის ერთეუელებს და ა.შ. ასეთ სისტემაში ძალითა და სტატუსით ერთ ი–ულ დონეზე მყოფი სახელმწიფოები ერთმანეთთან კავშირს უშუალოდ ვერ ამყარებენ და მხოლოდ ი–ულად ერთი საფეხურით მაღლა მდგომი სახელმწიფოს მეშვეობით ხორციელდება ეს კავშირი. ი–ული საერთაშორისო სისტემა წმინდა სახით არ არსებობს და არც არასოდეს უარსებია, თუმცა მასთან მიახლოებული სახე შეინიშნებოდა ძველ ჩინეთში (ჯოუს იმპერია), არაბთა ხალიფატში, საღვთო იმპერიაში XVII ს–მდე და სხვა. მკვლევართა უმრავლესობის, (განსაკუთრებით ნეორეალისტების) აზრით, საერთაშორისო სისტემის ანარქიულობა თავისთავად საეჭვოს ხდის მისი ი–ულობის შესაძლებლობას.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ.: ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ.; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2: [ფ.ა.]
  2. E. hierarchy
    Gk. Hierarchia, hieros წმინდა + arche ხელისუფლება
    ზემდგომთათვის ქვემდგომთა (ჩინი, თანამდებობის პირი და ა.შ.) დაქვემდებარების წესი.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9