1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ერა ერგ ერე ერთ ერი ერო ერუ

ერთობა (სოციალური)

ადამიანთა შედარებით მყარი ერთობლიობა, რომელიც გამოირჩევა მეტ–ნაკლებად ერთნაირი ნიშნებით (ცხოველმოქმედების ყველა ან ზოგიერთი ასპექტით), ცხოვრების პირობებითა და წესით, მასობრივი ცნობიერების, სოციალური ნორმების, ღირებულებითი ორიენტაციებისა და ინტერესების განსაზღვრული ერთიანობით. სხვადასხვა სახეებისა და ტიპების ე–ები – ეს არის ადამიანთა ერთობლივი ცხოველმოქმედების, ადამიანური თანაცხოვრების ფორმები. სოციალური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, ე–ები არ იქმნება ადამიანთა შეგნებული მოღვაწეობით, არამედ ყალიბდება საზოგადოებრივი განვითარების ობიექტურ მსვლელობაში ადამიანთა ცხოველმოქმედების ერთობლივი ხასიათის ზემოქმედებით. ერთი რიგის ე–ები უშუალოდ წარმოიშობა საზოგადოებრივი წარმოებით (საწარმოო კოლექტივი, საზოგადოებრივი კლასი, სოციალურ–პროფესიული ჯგუფები); მეორენი აღმოცენდებიან ეთნიკურ საფუძველზე (ხალხები, ერები). მესამე სახის სოციალურ–დემოგრაფიული ე–ის საფუძველია ბუნებრიბ–დემოგრაფიული ფაქტორები – სქესი, ასაკი. ისტორიულად, ე–ის პირველი სახეები იყო ისეთი გაერთიანებები, როგორიცაა ოჯახი, გვარი, თემი, ტომი, რომელთა წარმოქმნის ობიექტურ საფუძველს შეადგენდა სისხლით ნათესაობითი ე. და ერთობლივი საწარმოო მოღვაწეობა, აგრეთვე იმ პირობებში აღმოცენებული საერთო ეთნიკური ნიშნები. მაგალითად, თემი წარმოადგენდა ადრინდელი, გვაროვნული სისხლით ნათესაობის საწყისებზე წარმოქმნილ სოციალურ ორგანიზაციის პირველ ფორმას. სოციალურ ე-ად ადამიანთა ერთობლიობა ყალიბდება მაშინ, როცა მათ შეუძლიათ გააცნობიერონ თავიანთი პირობების ერთგვარობა, გამოავლინონ მათ მიმართ დამოკიდებულება და ამასთან დაკავშირებით გამოიმუშაონ მეტ-ნაკლებად ნათელი გაგება იმისა, თუ ვინ არის „თავისი“ და ვინ „უცხო“, განასხვაონ „ჩვენ“ და „ისინი“. შესაბამისად აღმოცენდება საკუთარი ინტერესების ერთიანობის გაგება სხვა ე-ებთან მიმართებით.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9