E. Common Commercial Policy ევროპის გაერთიანებას ექსკლუზიური კომპეტენცია აქვს ერთიან სავაჭრო პოლიტიკაში (ევროგაერთიანების ხელშეკრულების 133-ე მუხლი). ამ პოლიტიკის ფარგლებში დაარსდა საბაჟო კავშირი წევრ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ითვალისწინებს ტარიფის შეცვლის ერთიან პრინციპებს, სატარიფო და სავაჭრო შეთანხმებებს არაწევრ ქვეყნებთან, იმპორტისა და ექსპორტის პოლიტიკას და ასე შემდეგ. გადაწყვეტილებას მინისტრების საბჭო იღებს კვალიფიციური უმრავლესობით. ამსტერდამის ხელშეკრულებამ ცვლილებები შეიტანა 133-ე მუხლში. იგი საშუალებას აძლევს საბჭოს, ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, განავრცოს ერთიანი სავაჭრო პოლიტიკის სფერო საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოებასა და მომსახურებაზე, აგრეთვე, ინტელექტუალურ საკუთრებათან დაკავშირებულ შეთანხმებებზე.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]