1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ელა ელე ელი

ელექტორატი

  1. 1. ფართო მნიშვნელობით – ყველა ის ადამიანი, რომელიც ფლობს საარჩევნო უფლებას და შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამა თუ იმ დონისა და ტიპის არჩევნებში. 2. ამომრჩეველთა ის ნაწილი, რომელიც, ჩვეულებრივ, ხმას აძლევს ამა თუ იმ პარტიას, ორგანიზაციას, მის წარმომადგენლებს ან რომელიმე დამოუკიდებელ დეპუტატს. ე–ის რაოდენობა პირველ შემთხვევაში დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობაზე, აგრეთვე იმაზე, თუ რომელ არჩევნებზეა საუბარი – საერთო სახელმწიფოებრივ, ფედერაციის სუბიექტებისა თუ ადგილობრივი ორგანოების; საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ მუნიციპალურზე. მეორე შემთხვევაში მისი რაოდენობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის თუ პიროვნების ამომრჩეველთა გავლენაზე და ამომრჩევლების მზადყოფნაზე – მხარი დაუჭირონ შესაბამის კანდიდატებს. ე–ის გაზრდა დეპუტატების კანდიდატების, მათი პარტიებისა და საარჩევნო კომპანიების მთავარი მიზანია.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. electorate
    Fr. electorat
    L. elector ამომრჩევი, ამომრჩეველი
    ამომრჩეველთა წრე, რომელიც საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან მუნიციპალურ არჩევნებზე ირჩევს კანდიდატს ან პარტიას.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9