1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ევა ევე ევთ ევო ევრ ევქ

ევროპის კავშირის მოქალაქეობა

E. Citizenship of the European Union
ევროკავშირის მოქალაქეობა შესაძლებელია მხოლოდ მისი წევრი სახელმწიფოების მოქალაქეთათვის. ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოს მოქალაქე ევროკავშირის მოქალაქედ ითვლება. ამასთანავე, ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება ევროპის კავშირის მოქალაქეებს ოთხ ძირითად უფლებას ანიჭებს: – ევროპის კავშირში გადაადგილებისა და საცხოვრებლის არჩევის თავისუფლება; – ადგილობრივ არჩევნებსა და ევროპის პარლამენტის პირდაპირ არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება ადგილსამყოფელ ქვეყანაში; – მფარველობა თითოეული წევრის სახელმწიფოს დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების მხრიდან, როდესაც ქვეყანა, რომლის მოქალაქეცაა პირი, არაა წარმოდგენილი მესამე ქვეყანაში; – ევროპის ომბუდსმენისადმი მიმართვისა და აპელაციის უფლება.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9