1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დელინკვენტობა

ამ ცნებით აღინიშნება არალეგალური ან ანტისოციალური ქმდებები, რომლებიც მოიცავს უამრავ სხვადასხვა ხასიათის სამართლებრივ და სოციალურ ნორმათა დარღვევას. დ–ის სოციოლოგიური ანალიზი ფოკუსირდება კრიმინალური დ–ის ხარისხზე, რომელიც უკავშირდება მამრობითი სქესის მოზარდებს 12–დან 20 წლამდე და მოიცავს მაღალი რანგის სისხლის სამართლის დანაშაულებს. დ–ის პრობლემის პირველი სისტემატური კვლევა უკავშირდება ჩიკაგოს სკოლას (პარკი, ბურგესი) XX ს–ის 20–იან წლებში, როდესაც მოხდა „საძმოების“, ბანდებისა და სხვა დაჯგუფებების ემპირიული შესწავლა ქალაქური უბნების გარემოში („სოციალური ლაბორატორია“). ფაქტობრივად ეს იყო დელინკვენტური სუბკულტურების კვლევა, როდესაც ჯგუფში ურთიერთობის მეტ-ნაკლებად მყარი მოდელები (სტრუქტურა) და ღირებულებები განსაზღვრავს დამნაშავედ ქცევის სოციალიზაციის პროცესს. დელინკვენტური ქცევის სხვაგვარი ინტერპრეტაცია მოახდინა დ. მაცამ, რომელმაც შემოიტანა „დელინკვენტური დრეიფის“ ('delinquent drift') ცნება. მაცას თანახმად, ინდივიდები ჩართულები არიან არა დევიანტური სუბკულტურის საქმიანობაში, არამედ თანადათანობით ახდენენ საზოგადოების მიერ გაზიარებული მორალური მიზნებისა და ნორმების "ნეიტრალიზებას“, სუბიექტირად განსაზღვრავენ რა მათ როგორც მიუღებელსა და არაარსებითს. ამ დროს ინდივიდი თავს უფლებას აძლევს ჩაიდინოს არაკანონიერი ქმედებები ისე, რომ არ განიცადოს დანაშაულის ან სირცხვილის გრძობა.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9