კითხვების საშუალებით ინფორმაციის მიღების პროცედურა. კითხვებს უსვამენ პირს, რომელიც ეჭვმიტანილია კანონმდებლობის დარღვევაში, ანდა - პირს, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ინფორმაცია ამის შესახებ (მაგალითად, მოწმეს, ექსპერტს). ბევრ ქვეყანაში დ-ს აწარმოებს გარკვეული ჯგუფი, რომელიც ფიზიოლოგიური, ფსიქიკური ან ფიზიკური ზეწოლის სხვადასხვა მეთოდს იყენებს, წამების ჩათვლით. ასეთი მეთოდებით მიღებული აღიარება არ უნდა განიხილოს სასამართლომ, როგორც მტკიცებულება.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
საგამოძიებო და სასამართლო მოქმედება, რაც ნიშნავს პირის გამოკითხვას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესახებ. მოწმის, დაზარალებულის, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის დაკითხვა ხდება კანონით დადგენილი წესების დაცვით. დასაკითხ პირს უნდა განემარტოს, რა საქმეზეა გამოძახებული და წინადადება მიეცეს მოჰყვეს, რა იცის საქმის გარემოების შესახებ. დაკითხვა ოთხ საათზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს. დაკითხვის მიმდინარეობა და შედეგები ფიქსირდება დაკითხვის ოქმში. შეიძლება გამოყენებულ იქნეს, აგრეთვე, ხმის ჩაწერა, აუდიო და ვიდეოჩაწერა, კინოგადაღება. დაკითხვის დროს ზემოქმედების უკანონო მეთოდების გამოყენება დანაშაულია და ისჯება კანონით (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 294-312).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]