1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გემ გენ გეო გერ გეტ გეშ

გენდერული ფაქტორის შემცველი ჰუმანური განვითარების ინდექსი

ჰუმანური განვითარების ინდექსი წარმოადგენს ადამიანის რესურსებისა და, ზოგადად, საზოგადოების განვითარების ერთგვარ პარამეტრს, რომელიც აერთიანებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, განათლების დონეს და ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის მაჩვენებლებს. 1994 წლდან მთელს მსოფლიოში გენდერული ფაქტორი და ქალთა შესაძლებლობების გაფართოების მაჩვენებლები ჰუმანური განვითარების ინდექსის შემადგენელი ნაწილია. მაგალითად, 2001-2002 წელს სისტემური პარამეტრების შკალით პირველ ადგილზე აღმოჩნდა ნორვეგია, პირველ ათეულში ადგილი დაიმკვიდრეს კანადამ, აშშ-მ, ავსტრალიამ, ისლანდიამ, 33-ე ადგილზეა ჩეხეთი, 55-ზე - რუსეთი, 72-ზე - სომხეთი, 76-ზე საქართველო, 79-ზე-აზერბაიჯანი, 103-ზე - ტაჯიკეთი. საქართველოს არასახარბიელო მდგომარეობა ასევე განპირობებულია ქვეყნის გენდერული განვითარების დაბალი ინდექსით, რომელიც დგინდება ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ სტრუქტურებში ქალთა მონაწილეობის ხარისხით. გენდერული თანასწორობის პარამეტრები სიღარიბის, განათლებისა და ჯანდაცვის მაჩვენებლებთან ერთად განიხილება ქვეყნის საერთო მდგომარეობისა და დემოკრატიულობის ინდიკატორად.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9