ამა თუ იმ კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობაზე უარის თქმის უფლება აქვს ყველა წევრ სახელმწიფოს, რომელსაც არ სურს შეუერთდეს სხვა წევრ სახელმწიფოებს ამ სფეროში უფრო მჭიდრო ინტეგრაციისათვის. ამ უფლების მიზანია, არ მოხდეს გაერთიანების ინტეგრაციული პროცესის შეფერხება ერთი ან რამდენიმე წევრი სახელმწიფოს პოზიციის გამო. მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა ითხოვა ნებართვა, არ მიეღო მონაწილეობა ეკონომიკური და ფულადი კავშირის მესამე ფაზაში, ანალოგიურად, იმავე შეთანხმებას მიაღწიეს დანიასთან ეკონომიკური და ფულადი კავშირის, თავდაცვის სფეროში და ევროპის მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]