პატარა ან სუსტი სახელმწიფო, რომელიც დიდი და ძლიერი სახელმწიფოების მოსაზღვრედ მდებარეობს და ამ უკანასკნელთა შორის ურთიერთობებში ერთგვარი შემაკავებელი ზონის, ანუ „ბალიშის“ ფუნქციას ასრულებს. ბ. ს-ს ცნება ასოცირდება ძალთა წონასწორობის პოლიტიკასთან, ვინაიდან ამგვარი ქვეყნების არსებობა დამოკიდებულია დიდ სახელმწიფოთა შორის ძალთა განაწილებაზე და ძლიერი მეზობლების უსაფრთხოების მოთხოვნილებებზე.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]