ელვისებური ომი. გემანული სტრატეგიული ტერმინი, გულისხმობს სწრაფი, მოულოდნელი ღონისძიებების გატარებას იზოლირებული სამიზნის წინააღმდეგ. ელვისებური ომის დროს ერთდროულად მოქმედებს ჰაერიდან მოიერიშე ბომბდამშენი ავიაცია და სატანკო ნაწილები. ბ-ის სტრატეგია მოიწონეს ჰიტლერმა და მისმა გენერლებმა საბჭოთა კავშირთან და ინგლისთან ხანგრძლივი ომის სანაცვლოდ. შემდგომში ბ. სწრაფი, ელვისებური ომის სინონიმად იქცა (მაგ. ისრაელის ომი არაბულ ქვეყნებთან 1967 წელს). ბ-ს აქვს თავისი დიპლომატიური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური განზომილებანი. დიპლომატიური თვალსაზრისით იგულისხმება პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუშლის მოწინააღმდეგე ძალების ალიანსს (ამის მაგალითი იყო 1939 წლის გერმანია-საბჭოთა კავშირის თავდაუსხმელობის პაქტი, რამაც გამორიცხა კავშირი სსრკ-სა და ინგლის-საფრანგეთს შორის). ეკონომიკური მხარე გულისხმობს ნედლეულის ახალი წყაროების გამოძებნას. ფსიქოლოგიური მხარე კი ითვალისწინებს მოწინააღმდეგე მხარის წინასწარ დემორალიზებას ისე, რომ მან რეალური წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლოს.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]