წინასწარი განზრახვით გატარებული პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს რეგიონის დანაწევრებას დამოუკიდებელ, ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ ძალთა ცენტრებად. თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში ეს ცნება 1992-96 წლებში ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მიმდინარე ომებსა და ეთნიკურ წმენდას უკავშირდება.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]