1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ად ადა ადგ ადე ადვ ადმ ადჰ

ადამიანის უფლებები რომელთაგან გადახვევა დაუშვებელია

E. Non-Derogatory human rights
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ნორმები მატი გამოყენების სფეროს მიხედვით ორ ჯგუფად იყოფა 1.ნორმები, რომლებიც გამოიყენება ნებისმიერ ვითარებაში, ანუ ნორმები, რომელთაგან გადახვევა სახელმწიფოს არ შეუძლია 2. ნორმები, რომელთა მოქმედების შეჩერება სახელმწიფოს კონკრეტული გარემოების არსებობისას (როგორებიცაა: ომის, საგანგებო ან სხვა განსაკუთრებული მდგომარეობის შემოღება, როდესაც საფრთხე ემუქრება ერის არსებობას) შეუძლია სწორედ პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ხელშეუხებელი ბირთვი, რომლის მოქმედება არ არის დამოკიდებული ისეთ გარემოებებზე, როგორებიცაა: შეიარაღებული საერთაშორისო თუ არასაერთაშორისო კონფლიქტი. შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკური დაძაბულობა თუ არეულობა როგორც წესი, საერთაშორისო კონვენციური დოკუმენტები გვძალევს ამგვარი უფლებების ზუსტ ნუსხას. მაგალითად, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე–4 მუხ., მე–2 პ.) და ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა შესახებ (მე–15 მუხ., მე–2 პ.) პირდაპირ მიუთითებს, თუ რა უფლებათა შეზღუდვაა დაუშვებელი საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს. ამ ორი მუხლის შედარებისას ვხედავთ, რომ ევროპის კონვენციაში მოცემული უფლებათა ჩამონათვალი უფრო მწირია, ვიდრე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტში პაქტის მიხედვით, შეუზღუდავ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება სიცოცხლის უფლება (მე–6 მუხ.); წამების, სასტიკი მოპყრობის, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოქცევის აკრძალვა (მე–7 მუხ.); მონობის მონათვაჭრობისა და პირის დაბეჩავებულ მდგომარეობაში ჩაყენების აკრძალვა (მე–8 მუხ., 1–ლი პ. და მე–2 პ.) საელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობლობისათვის თავისუფლების აღკვეთის დაუშვებლობა (მე–11 მუხ.); სისხლის სამართლის დანაშაულებზე კანონის უკუქმედების ძალის გამოყენების აკრძალვა (მე–15 მუხ.); სამართალსუბიექტობის უფლება (მე–16 მუხ.); აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების უფლება (მე–18 მუხ.) ევროპული კონვენციის მიხედვით, შეუზღუდავ უფლებათა ნუსხას მიეკუთვნება სიცოცხლის უფლება (გარდა კანონიერი საომარი მდგომარეობის დროს ადამიანების დაღუპვის) (მე–2 მუხ.); წამების აკრძალვა (მე–3 მუხ.); აკრძალული მონობა და პირის ძალმომრეობითი მორჩილების მდგომარეობაში ჩაყენება (მე–3 მუხ.; 1–ლი პ.); სისხლის სამართლის დანაშაულებზე კანონის უკუქმედების ძალის გამოყენების აკრძალვა (მე–7 მუხ.) საქართველო პაქტისა და კონვენციის მონაწილეა, ამდენად, საჭიროების შემთხვევაში, ის მოვალეა, დაეყრდნოს პაქტის მიერ დაწესებულ გაფართოებულ ნისხას უფრო ვრცელ სიას შეიცავს ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის დამატებითი ოქმები ომის მსხვერპლთა შესახებ.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9