E. meeting of unlimited partnership’s partners ტარდება პარტნიორის ინიციატივით, გადაწყვეტილებით, სადაც ერთ პარტნიორს აქვს ერთი ხმა. გადაწყვეტილების მიღება ხდება უბრალო უმრავლესობით ან ერთხმად (წესდების მიხედვით). კრება მოიწვევა: იმ გადაწყვეტილებათა მისაღებად, რომელიც სცილდება საწარმოო საქმიანობას. განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში. პირველი მოწვევა საჭიროებს უმრავლესობის დასწრებას, მეორე კი - უფლებამოსილია კვორუმის არარსებობის შემთხვევაშიც (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, მუხლი 22).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]