საქართველოში 1994-1999 წლის 2 სექტემბრამდე გავრცელებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოთა ერთ-ერთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. საწარმო შეადგენდა სამეწარმეო მიზნებისათვის განკუთვნილ სახელმწიფო ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოების განცალკევებულ ქონებას. ამასთან, ეს საწარმო წარმოადგენდა იურიდიულ პირს და ურთიერთობებში გამოდიოდა საკუთარი სახელწოდებით, რომლითაც იგი შეიტანებოდა სამეწარმეო რეესტრში. სახაზინო საწარმოთა რეორგანიზაცია განხორციელდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან სააქციო საზოგადოებად სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, მუხლი 70).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]