E. exemption from tax on enterprise's property ამ გადასახადით არ იბეგრება:
ა) ბუნების დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოებისთვის გამოყენებული ქონება;
ბ) მიწა;
გ) მიმოსვლის გზები, საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი ხაზები;
დ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების საეტალონო და სასტენდო მოწყობილობები;
ე) ორგანიზაციის ქონება, გარდა ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული ქონებისა;
ვ) საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი გემები;
ზ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გამოყენებული ქონება;
თ) მაღალმთიანი რეგიონის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების ამ ტერიტორიაზე არსებული ქონება;
ი) საგადასახადო კოდექსის VII კარით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალება;
კ) არანაკლებ 3 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ღირებულების ინვესტიციით აშენებული ტურისტთა განთავსების ობიექტის - სასტუმროს ქონება მისი მშენებლობის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში სრულად, ხოლო მშენებლობის დასრულებიდან 4 წლის განმავლობაში 50%-ის ოდენობით, არანაკლებ 10 მლნ დოლარის შემთხვევაში - 5 წლის განმავლობაში სრულად, ხოლო შემდეგი 2 წლის განმავლობაში - 50%-ის ოდენობით; არანაკლებ 50 მლნ აშშ დოლარის შემთხვევაში - 10 წლის განმავლობაში სრულად;
ლ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული სამედიცინო დაწესებულებათა ქონება (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 143).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]