1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

საბანკო საიდუმლოება

E. bank secrecy
კონფიდენციალური ინფორმაცია კომერციულ ბანკებში იურიდიული და ფიზიკური პირების ოპერაციებისა და ანგარიშების შესახებ, რომლის გათქმის, გავრცელების ან პირადი სარგებლობისათვის გამოყენების უფლება არავის აქვს. იგი შეიძლება მიეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს მისი კომპეტენციის ფარგლებში. ცნობები ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს შესაბამისი ანგარიშების მფლობელებს და მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე. სასამართლო და საგამომძიებლო ორგანოებს, აგრეთვე, საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოებისათვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე, ამ ინფორმაციების გამოყენება საჯარო გამოსვლებში („კომერციული ბანკების შესახებ“, მუხლი 17).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9