E. suffrage, voting right 1. საკონსტიტუციო სამართლის ერთ-ერთი ინსტიტუტი. საარჩევნო სისტემის ფორმირების მარეგულირებელი სამართლის ნორმათა სისტემა.
2. პოლიტიკურ უფლებათა ჯგუფში შემავალი მოქალაქის ერთ-ერთი ძირითადი საკონსტიტუციო უფლება აირჩიოს წარმომადგენელი ან თანამდებობის პირი და თვითონ იქნეს არჩეული ადგილობრივ ან სახელმწიფო ორგანოებში;
3. აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]