1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ნა ნე ნი ნო ნუ
ნოვ ნომ ნონ ნორ ნოს ნოტ ნოუ

ნოუ-ჰაუ

E. know-how
1. ტექნიკური, კომერციული, საწარმოო, საფინანსო, ადმინისტრაციული და სხვა ცოდნის ერთობლიობა გაფორმებული ტექნიკური დოკუმენტაციის სახით, გამოხატული სასარგებლო ჩვევებით, გამოცდილებით, რაც საჭიროა ამა თუ იმ წარმოების ორგანიზაციისთვის, პრაქტიკულად გამოიყენება საწარმოო ან პროფესიულ საქმიანობაში, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის. ამავე დროს რაიმე მიზეზების გამო არ არის დაპატენტებული;
2. საწარმოო-კომერციული საიდუმლო, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ, ორგანიზაციულ ან კომერციულ ინფორმაციას, რაც დასტურდება მისი საიდუმლოდ შენახვისათვის გაწეული აუცილებელი და საკმარისი ღონისძიებით. ნოუ-ჰაუზე განსაკუთრებული უფლების დაცვა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსითა და სამრეწველო საკუთრების შესახებ სხვა საკანონმდებლო აქტებით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1105).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9