E. liturgy, massGk. leiturgia, leiturgeo ვასრულებ ღვთისმსახურებას, საერთო მსახურება 1. მთავარი ქრისტიანული მღვდელმსახურება; პურის ტეხა, ევქარისტია, ზიარების წმინდა საიდუმლო, რომელიც შეიწირება მთელი ერისათვის, ცოცხალთა და მიცვალებულთა სახელებზე. ლიტურგია სამნაწილიანია: კვეთა. კათაკმეველთა და მართალთა;
2. წირვა (ჟამის წირვა), როდესაც სრულდება საიდუმლო ზიარება (ევქარისტია) უსისხლო მსხვერპლის შეწირვა. ტიპიკონის მიხედვით შედგება საკითხავებისა და საგალობლებისაგან, რომლის საყოველთაო წესები საბოლოოდ შემუშავდა მე-4 საუკუნეში. არსებობს სამი სახის ლიტურგია: იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და გრიგოლ დიოლოგოსის პირველშეწირულის წირვა.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]