1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

19
195 199

1996 მთავრობათშორისი კონფერენციის მომამზადებელი ჯგუფი (ვესტენდორპის ჯგუფი)

E. Reflection Group for the 1996 IGC (Westendorp Group)
1994 წლის 24-25 ივლისს ქალაქ კორფუში ჩატარებულმა ევროპულმა საბჭომ ჩამოაყალიბა სპეციალური მომამზადებელი ჯგუფი, რომლის მიზანი იყო კავშირის წინაშე მდგომი საშინაო და საგარეო პრობლემების შესაძლო გადაწყვეტის გზების შემოთავაზება, რითაც იგი ნიადაგს მოუმზადებდა 1996 წლის მთავრობათშორის კონფერენციას \nჯგუფი შედგებოდა წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისაგან, ევროპის პარლამენტის წარმომადგენლებისა და კომისიის ერთი წარმომადგენლისაგან, რომელიც პასუხისმგებელი იყო ინსტიტუციურ საკითხებზე. ჯგუფს თავმჯდომარეობდა ესპანეთის მთავრობის მიერ დანიშნული კარლოს ვესტენდორპი \nჯგუფი იკრიბებოდა 1995 წლის ივნისიდან დეკემბრამდე. მომზადდა წინასწარი ანგარიში ევროპის კავშირის ხელშეკრულების მოქმედების შესახებ. ჯგუფის დასკვნებმა, რომელიც მადრიდის ევროპულ საბჭოს გადაეცა (1995 წლის დეკემბერი), ნიადაგი მოუმზადა 1996 წლის მთავრობათშორის კონფერენციას, რომელიც ამსტერდამის ხელშეკრულების მიღებით დასრულდა.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9