E. alienation of the share of mixed company კომანდიტის წილი შეიძლება გასხვისდეს და გადაეცეს მემკვიდრეობით სხვა პარტნიორის თანხმობის გარეშე, თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. წილის დათმობისას საჭიროა სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 4.3).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]