1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ია იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იღ იძ იჯ
იპო

იპოთეკა

E. mortgage
Gk. Hypotheke გირაო, წინდი
უძრავი ნივთის (მიწის, შენობის) უფლებებით დატვირთვა, დაგირავება. კრედიტორს ეძლევა უფლება პირველ რიგში მიიღოს ამ ნივთიდან თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება სხვა მსგავს პირებთან შედარებით. იგი წარმოადგენს კრედიტებზე გაცემული გარანტიის ერთ-ერთ სახეს. იპოთეკა წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად, რომელშიც უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი, ასევე უზრუნველყოფილი მოთხოვნის სიდიდე, სარგებელი და შესრულების ვადა. ვრცელდება უძრავი ნივთის ნაყოფზედაც, თუ იგი ნორმალური სამეურნეო საქმიანობის შედეგად არ მოპოვებულა ან ვიდრე არ გასხვისებულა (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 286.1 289.2).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9