1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ერა ერგ ერე ერთ ერი ერო ერუ

ეროვნული (ცენტრალური) ბანკის მუშაკთა ინტერესების კოლიზია

E. conflict/collision of interests of national (central) bank's officials/workers
ეროვნულ ბანკში მუშაობის პერიოდში მის თანამშრომლებს: არ აქვთ უფლება მიიღონ სესხი სხვა ბანკში გარდა ეროვნული ბანკისა; უნდა ეწეოდნენ პროფესიულ მომსახურებას მხოლოდ ეროვნულ ბანკში და არ შეიძლება მუშაობდნენ შეთავსებით ან ეკავოთ სხვა როგორც ანაზღაურებადი, ისე აუნაზღაურებადი თანამდებობა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, ადმინისტრაციის მუშაკებსა და ბანკის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება თავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიიღონ რაიმე საჩუქარი ან სესხი თავისი ან ნებისმიერი პირის სახელით, რომლებთანაც მათ აკავშირებთ ოჯახური, სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა. ეროვნული ბანკის თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება იყვნენ ბანკების დამფუძნებლები, მეპაიეები ან აქციონერები (საქართველოს ორგანული კანონი „ეროვნული ბანკის შესახებ“, მუხლი 20).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9