1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

შა შე შვ ში შო შპ შრ შტ შუ
შედ შეზ შეთ შეი შეკ შემ შენ შერ შეს შეუ შეფ შეწ

შეფასების მრავალმხრივობა

აკადემიური მოსწრების შეფასება უნდა იყოს მრავალმხრივი. შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება იძლევა იმის საშუალებას, რომ შეფასება გახდეს უფრო ხარისხიანი. შეფასება უნდა მოიცავდეს სწავლის შემეცნებით, ემოციურ და ნებელობით - ქცევით სფეროებს. სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვისათვის არ არის საკმარისი, მოსწავლე მხოლოდ საკონტროლოების და ტესტების შედეგების საფუძველზე შეფასდეს. მოსწავლის მრავალმხრივი შეფასება მოითხოვს შეფასების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას. დაგროვილი მონაცემების, ნამუშევრების კრებულების, პრეზენტაციების, მოსწავლეთა თვითშეფასებისა და მოსწავლეების მიერ ერთმანეთის შეფასების, ჯგუფური მუშაობის თუ სხვა ტიპის აქტივობების მიხედვით. მასწავლებელმა შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის ხარისხი (სახლში მიცემული დავალების შესრულების ხარისხი, გაკვეთილზე აქტიურობა, შემოქმედებითობა და სხვა).
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9