სააზროვნო უნარ-ჩვევა უნარჩვევის ერთ-ერთი სახეობაა. სააზროვნო უნარ-ჩვევები ადამიანის შემეცნების მნიშვნელოვანი ნაწილია. განასხვავებენ მარტივ და რთულ შემეცნებით უნარ-ჩვევებს.
შემეცნების პროცესში გამოყოფენ ისეთ მარტივ უნარჩვევებს, როგორიცაა ინფორმაციის დამახსოვრება, ფაქტების გახსენება და ა.შ. რთულ სააზროვნო უნარ-ჩვევებში კი განიხილავენ კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრას, შემოქმედებით აზროვნებას, თვითრეფლექსიურ აზროვნებას და ა.შ. ადამიანის აზროვნების განვითარება სასწავლო პროცესისათვის ყველაზე არსებითია.
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]