1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დაბ დაგ დად დავ დაზ დაი დაკ დამ დან დაპ დარ დას დაუ დაფ დაქ დაშ დაც დაწ დახ დაჯ

დამცველი

E. difender, protector
სისხლის სამართლის პროცესში პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის კანონიერ ინტერესებს და უწევს მათ კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას. დამცველი საქმეში მონაწილეობისათვის დაიშვება დაკავების, დაპატიმრებისა და ბრალდების წაყენების მომენტიდან. დამცველად დაიშვებიან ადვოკატთა კოლეგიის წევრები, პროფესიული კავშირების და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები თავიანთ წევრთა საქმეებზე, ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ნათესავები, აგრეთვე, მათ მიერ მოწვეული სხვა პირები. დამცველად შეიძლება დაშვებული იყვნენ უცხოელი ადვოკატები. ადვოკატი საქმეში მონაწილეობს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, მათი ნათესავების, აგრეთვე, მათთან შეთანხმებით სხვა პირების მოწვევით. შეთანხმების პირობებს მხარეები განსაზღვრავენ (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 78- 80).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9