E. United Nations Programmes გენერალური ასამბლეის მიერ ჩამოყალიბებული სპეციალური დაწესებულებები [გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია (UNCTAD), (UNV), გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP), გაეროს ადამიანთა დასახლებების ცენტრი (ჰაბიტატი - Habitat), გაეროს განვითარების ფონდი ქალთათვის (UNIFEM), ნარკოტიკების კონტროლისა და დანაშაულის პრევენციის ოფისი (ODCCP), გაეროს უნივერსიტეტი (UNU)], რომლებიც მუშაობენ კონკრეტული მიმართულებით. პროგრამები მჭიდროდ თანამშრომლობენ გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოსთან და, როგორც წესი, ანგარიშვალდებულნი არიან გენერალური ასამბლეის ან უშიშროების საბჭოს წინაშე. პროგრამების უმრავლესობა განვითარების მიმართულებით საქმიანობს, რამდენიმე ორგანო კი ყურადღებას ამახვილებს კვლევაზე განვითარების კუთხით.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]