1. გადასახადი საქონელსა და მომსახურებაზე, რომელიც უშუალოდ შედის ფასებისა და ტარიფების სტრუქტურაში. ამ გადასახადს იხდის მყიდველი. პირდაპირი გადასახადისაგან განსხვავებით, იგი არ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის შემოსავლებთან. არაპირდაპირი გადასახადია: დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, საბაჟო გადასახადი და სხვ.;
2. გადასახადი საქონელსა და მომსახურებაზე, რომელიც დაწესებულია ფასზე ან ტარიფზე დანამატის სახით. მწარმოებელი საქონლის (მომსახურების) ფასში ითვალისწინებს აღნიშნულ დანამატს და სავაჭრო ამონაგებიდან შეაქვს შესაბამისი საგადასახადო თანხა. ირიბი გადასახადის ფაქტიური გადამხდელია მომხმარებელი. ირიბი გადასახადის გავრცელებული სახეებია: აქციზი, ფიქსირებული, დამატებული ღირებულებისა და საბაჟო გადასახადი;
3. გადასახადი (დღგ, აქციზი და სხვ.), რომელიც დადგინდება მიწოდებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი ამ გადასახადით გაზრდილი ფასით. საქონლის შეძენისას არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში შეტანის ვალდებულება ეკისრება საქონლის (სამუშაოს მომსახურების) მიმწოდებელს, რომელიც იწოდება გადასახადის გადამხდელად (საქართველოს “საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 29).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]