1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
აკა აკვ აკო აკრ აკუ

აკრედიტაცია

  1. E. accredit
    ვისმესთვის რაიმე რწმუნების ანდა გარკვეული უფლებამოსილების მინიჭება.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
  2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან და ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ახორციელებს აკრედიტაციას. აკრედიტაცია არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნორმატივებთან შესაბამისობის დადასტურება. თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის პირობებს, მას გარკვეული დროით მიენიჭება პირობითი აკრედიტაცია, რათა ამ დროის განმავლობაში აკრედიტაციის პირობები სრულად დაკმაყოფილდეს;
    აკრედიტაციის გავლა სავალდებულოა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურს.
    კონკრეტული აკრედიტაციის ჩასატარებლად სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური ნიშნავს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარეს, რომლის კანდიდატურასაც უთანხმებს აკრედიტაციის მაძიებელს. შეთანხმების პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დებულებით.
    სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას სამართლებრივი დახმარება გაუწიოს აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით. სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური აკრედიტაციის საკითხებზე შეიმუშავებს ყოველწლიურ რეკომენდაციებს.
    Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2): [ფ.ა.][MFN: 95118]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9