E. tax for using local symbolics ადგილობრივ გადასახადს იხდიან იურიდიული და მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც იყენებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებულ სიმბოლიკას - გერბებს, ისტორიული ან არქიტექტურული ძეგლების გამოსახულებებს, ქალაქის ან მისი ცალკეული ადგილის ხედებსა და სხვა ანალოგიურ სიმბოლოებს. არ შეიძლება ადგილობრივ სიმბოლოდ ქალაქის (რაიონის) ან სხვა დასახლებული პუნქტის სახელის გამოყენება. ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის გადასახადის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებით ნიშანდებული საქონლის მიწოდებიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 2 პროცენტით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 214).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]