ვა ვე ვი ვლ ვნ ვო ვს
ვეზ ველ ვენ ვერ

ვენახის ლოცვა

(ხონი, აპ. აბაშ.)
იციან დიდი მარხვის პირველ კვირაში, თედორობას; ამ საღამოს აცხობენ ლობიონართავ ჭადისჭადს სხვადასხვა სახისას: ერთს ჰქვია ხარუღელა, ოთხს მორჩილს - მტევნები ან ხმიადი, და უკანასკნელს, ყველაზე დიდს, - ძიტისკვერა; ხონჩაზე დაგებულ ღომში ასხამენ მოლესილ ლობიოს; ჭადები (გარდა ჩიტიკვერასი და ღომი მიაქვთ ვენახში, წამღები კუსუნობს, თითქოს დიდი ტვირთი ედვას მხარზე, უკან არ იხედება; ვენახში ადრე წასული მუშა უკვე თოხნის და იძახის: „ოოე, დოოე! ოოე, დოოე!“ ულოცავენ ვენახს და სთესვენ ნიგვზის კაკალს. უკან დაბრუნების შემდეგ ვახშმად სხდებიან; აქ ოჯახის უფროსი დალოცავს ვენახს და ამბობს: მაურს, სამჭაჭას, კაბისტონას... (ჩამოთვლის ყურძნის ყველა ჯიშს); ოჯახის წევრებიც იმეორებენ: გაუმარჯოს, გაუმარჯოს! ნავახშმევს ერთი ვინმე დამალავს ჩიტიკერას, რომლის ძებნას შეუდგებიან მეორე დილას. პოვნა ბედნიერებასა და გამარჯვებას მოასწავებს, ამიტომ ყველანი გაფაციცებით დაეძებენ. მპოვნელი გარბის და ცდილობს, რაც შეიძლება მალე შესჭამოს ჩიტიკვერა. რადგან დანარჩენები უთუოდ დაედევნებიან და წაართმევენ. წანართმევს ყველანი ირიგებენ.
Source: ბერიძე ვუკოლ. სიტყვის კონა იმერულ და რაჭულ თქმათა; Беридзе В. Грузинcкiй (картскiй) глоссарiй. С.-Петербургъ, 1912.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9