ხა ხე ხვ ხთ ხი ხლ ხო ხრ ხს ხტ ხუ
ხაბ ხათ ხაკ ხალ ხამ ხან ხარ ხატ ხაფ ხაჩ ხაც ხახ

სა-ხატო ხარი

(იმ. სოფ. გორდი)
მოზვრობიდანვე ინიშნება სახატოდ; ამისთანა ხარი დიდ პატივშია: კვირაში რამდენიმე დღე უღელში არ იბმება (ზოგან - პარასკევ-შაბათ-კვირეს, ზოგან - კვირე-ორშაბათს), გაყიდვა აკრძალულია, ავად შეიქნეს - ექიმობა არ უნდა; ღამე ტყეში დარჩეს - ძებნა არ შეიძლება, ვინაიდან მგელი და სხვა მავნე არ ერჩის; თუ ვინიცობაა დაიკარგა, ხატმა მიირთვაო, ამბობენ; ხანში შესულს კლავენ; ამ დღისთვის მოწვეულია მთელი გვარეულობა (ბაბუა-შვილიშვილები); მღვდლის დაკურთხევის შემდეგ, თითოეული წევრი ხარის პატრონს შემოავლებს თავზე ანთებულ სანთელს და დაილოცება; ცალკე დაკურთხებულ გულ-ღვიძლს მღვდელი დასჭრის და თითოეულ დამსწრეს ჩამოურიგებს; იმართება საერთო ნადიმი.
Source: ბერიძე ვუკოლ. „სიტყვის კონა იმერულ და რაჭულ თქმათა“; Беридзе В. Грузинcкiй (картскiй) глоссарiй. С.-Петербургъ, 1912.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9