ხის ჯვარი, რომელსაც ელიობის წინა ღამეს ასობენ ეზოსა და ყანაში ეშმაკისაგან თავის დასაფარავად, თანვე მღერიან:
- „ჯვარი აქე, ჯვარი აქე, შენი სვი და შენი ჭამე, ჩემსას ჯვარი დამიწერე. ჰაუ, ჰოუ!“ ამავე ღამეს ყურის ძირში თმაზე სანთელს იწებებენ, რომ კუდიანებმა არ გათვალონ.
Source: ბერიძე ვუკოლ. სიტყვის კონა იმერულ და რაჭულ თქმათა; Беридзе В. Грузинcкiй (картскiй) глоссарiй. С.-Петербургъ, 1912.