ჭა ჭე ჭვ ჭი ჭკ ჭო ჭრ ჭუ ჭყ
ჭუმ ჭუჭ

ჭუმუტაი

ყურძნის ჯიში გურიაში. სუფრის ყურძნად ითვლება და კარგადაც ინახება საზამთროდ. საშუალო მოსავალი იცის. მუქ-წითელსა და ოდნავ მძლაგე ღვინოს იძლევა. მტევანი მკვრივია (აქიდან მისი სახელწოდება ჭუმუტა); ბუჩქი შუა ტანისაა. ლერწამი მოწითალოა, ზოლებიანი; ზოლები მკაფიოდ აჩნია; მუხლები მოკლეა, ფოთლები საშუალო სიდიდისა, 3-5 ყურიანი, ნაღრები ძლივს აჩნია. ფოთლის კიდეების კბილები მომცრო და წვეტიანი აქვს. ფოთლის ზედაპირი უგინგლოა. მუქი- მწვანე; ქვევითა მხარეს ოდნავ გინგლი აქვს. ფოთლის კუნწი მოწითალოა და საკმაოდ გრძელი. მტევანი საშუალო სიდიდისაა, მჭიდროდ ჩამსხდარმარცვლებიანი. ღერწი მოკლეა, მსხვილი; მარცვლები მრგვალი და წვრილი აქვს, სრულიად შავი. მარცვლის კანი სქელია, მაგარი; გული საშუალო- წყლიანი, გემო მომჭ ჭ 80 ჟავო- ტკბილი, სასიამოვნო. აშენებენ საჯავახოს, ციხესა და ბახვში.
Source: შარაშიძე გიორგი. გურული ლექსიკონი: პუბლიკაციები გურიის სულიერი და მატერიალური კულტურის ისტორიიდან: [PDF ტექსტი] / გამომცემელი და რედაქტორი ილია თავბერიძე; გარეკანის დიზაინი ირაკლი თოიძე; ტექნიკური რედაქტორი მაკა ცომაია. - თბ.: გურიის სიძველეთა კვლევის ცენტრი, 2014 წელი. - 86 გვ. - ISSN 15-12-4010; ISBN 978-9941-0-6675-7
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9