ბ( ბა ბგ ბე ბზ ბი ბლ ბო ბჟ ბრ ბუ ბღ
ბობ ბოვ ბოი ბომ ბონ ბორ ბოს ბოღ ბოჩ ბოჭ ბოჯ

ბოსლობა

ვ. ბერიძე, სიტყვის-კონა იმერულ და რაჭულ თქმათა, პეტერბ. 1912. ე ს ო მ (მ. ჯანაშვილი),“ახალი წელიწადი და ბოსლობა რაჭაში“. გაზ. “ივერია“, 1980, ¹2, გვ. 3;
ს. ჟღენტი, გურული კილო, ტფილისი 1936.
დღესასწაული იყო. უწევდა ხორციელის ხუთშაბათს, დიდმარხვის წინ. ყოველ ოჯახში ღორის ქონიან მჭადს აცხობდნენ, რისთვისაც საგანგებოდ ინახავდნენ და ახმობდნენ ღორის ქონს. შემდეგ ლოცულობდნენ, ევედრებებოდნენ ილორის წმ. გიორგის: “ილორთა ხორციელო, საქონელი გაგვიმრავლეო“. ერთი მლოცველთაგანი იტყოდა: – ბოსლო, შინა ხარ?
-შინა, ბატონო!- უპასუხებდა მეორე.
-ცხვარი რჲეთი გყავს?
-ასი, ბატონო!
-ძროხა რჲეთი გყავს?.. და ამგვარად ეკითხებოდა სხვა შინაურ პირუტყვებზედაც. საღამოს უხვად ჩაყრიდნენ ბაგაში კაკალს (ნიგოზს). მეორე დილას კი იწყებოდა ბავშვების შეჯიბრება: ყოველი მათგანი ცდილობდა დაესწრო სხვებისთვის ბაგიდან კაკლის ამოკრეფა
Source: შარაშიძე გიორგი. გურული ლექსიკონი: პუბლიკაციები გურიის სულიერი და მატერიალური კულტურის ისტორიიდან: [PDF ტექსტი] / გამომცემელი და რედაქტორი ილია თავბერიძე; გარეკანის დიზაინი ირაკლი თოიძე; ტექნიკური რედაქტორი მაკა ცომაია. - თბ.: გურიის სიძველეთა კვლევის ცენტრი, 2014 წელი. - 86 გვ. - ISSN 15-12-4010; ISBN 978-9941-0-6675-7
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9