სა სე სი სკ სლ სმ სო სპ სრ სუ სწ სხ
საბ საგ საე სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

საომარი იარაღები გურიაში

  1. ბაწარი აბრეშუმისა, გასანთლული, ლამაზად ათოკილი და შეკონილი
  2. გუმური ანუ შუბი;
  3. ლეკური ანუ ხრმალი
  4. მათარა, ხშირად მოსირმული
  5. მაჭახელა შაშხანიანი თოფი
  6. პატარა დანა მოსირმულ-ქარქაშიანი
  7. პატარა ზარბაზანი(გურიელს ჰქონდა)
  8. პატარა ფიშტო, ზოგჯერ ორლულიანი
  9. სატევარი ვერცხლით მოჭედილი ან ოქროთი მოფერილი, ბუნუკიანი
  10. საქონე ვერცხლის ან თითბრისა
  11. ფილითა ორ ან ერთ ლულიანი
  12. ფისტონა ეზლიანი
  13. ფიშტო მოჯანიშულ კონდახიანი და ჩახმახ-მოკალული (ატარებდნენ ორ-ორსაც) ჩქიფთე
  14. ყავალი (საჩიტე) უშაშხანო თოფი
  15. ყამა კერმუხტით შემოსილ-ქარქაშიანი
    See also: ყამა
  16. ყანთარ-ქოილა თოფის წამლის გამოსარწყავი მოწყობილობა
  17. ყირი - მისლულიანი თოფი
  18. დიდი თოფი, რომელიც ხელით არ იცლებოდა, მძიმე რამეზე დააკრავდნენ და ისე დაცლიდნენ
  19. კვესი ვერცხლით შემკობილი
    See also: კვესი
    Source: შარაშიძე გიორგი. გურული ლექსიკონი: პუბლიკაციები გურიის სულიერი და მატერიალური კულტურის ისტორიიდან: [PDF ტექსტი] / გამომცემელი და რედაქტორი ილია თავბერიძე; გარეკანის დიზაინი ირაკლი თოიძე; ტექნიკური რედაქტორი მაკა ცომაია. - თბ.: გურიის სიძველეთა კვლევის ცენტრი, 2014 წელი. - 86 გვ. - ISSN 15-12-4010; ISBN 978-9941-0-6675-7
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9