სა სე სი სკ სლ სმ სო სპ სრ სუ სწ სხ
სოი სოკ სოხ

სოინარი

სულხან- საბა ორბელიანი, ქართული ლექსიკონი, პროფ. ი. ყიფშიძისა და პროფ. ა. შანიძის რედაქციით, ტფილისი 1928.
ძველი ხალხური მუსიკალური დასაკრავი, რომელიც სხვადასხვა სიგრძის მასრებისაგან შედგება. ეს მასრები მჭიდროდაა მიკრული ერთი მეორეზე ბლის ტყავით, ბგერათა მიხედვით (იმ მცენარეს,რომლისგანაც სოინარს აკეთებენ, ეწოდება სოინარის ბუჩქი. ამ მცენარის ღეროები მუხლებიანია, შიგნით ცარიელი;ღეროებს ჭრიან მუხლებს ზემოთ და თავებს მახვილი დანით ასწორებენ. სოინარის გაკეთება სხვა მცენარისგანაც შეიძლება, მაგ., ჩალამკალმის ღეროებისაგან, მაგრამ უხეში გამოდის ბაგისათვის). სოინარის გამა ექვსი ბგერისგან შედგება და დაწყობილია ასე: მარცხნიდან მარჯვნით პირველი მასრა არის სი, მეორე- მი, მესამე- დო, მეოთხე- რე, მეხუთე -фა,მეექვსე- ლჲა. სოინარს ზევიდან ჩაბერვით უკრავენ.ხმა მელოდიებით მდიდარი არა აქვს, მაგრამ ნაზი და ტკბილია:მისი სტვირები ხან ხმაშეწყობით ნაზად გაჰკივიან, ხან სტვენენ და მოულოდნელ ზუზუნზე გადადიან. მაშინ დამკვრელი თითონაც აყოლებს ხმას და განსაკუთებით სასიამოვნო მოსასმენი ბგერები გაისმის. სოინარს უფრო დილაობით უკრავდნენ, აგრეთვე საღამო ჟამს, მუშაობის გათავების დროს. მე-70 წლებიდან სოინარის ხმა იშვიათად თუ გაისმოდა და თვით საკრავიც ძნელი საშოვარი გახდა. სოინარის დაკვრა უფრო მოწიფულებს ეადვილებათ, რადგან განუწყვეტელ ჩაბერვას, ხშირად ორ-ორი მასრის ამეტყველებას სუსტი სასუნთქი ორგანოები ვერ იტანს. სი და მი ხშირად ერთდ იკვრის, фა და ლჲა ერთად, რე და фა კიდევ ერთად,დო ცალკე, როგორც პირველი ხმა.
Source: შარაშიძე გიორგი. გურული ლექსიკონი: პუბლიკაციები გურიის სულიერი და მატერიალური კულტურის ისტორიიდან: [PDF ტექსტი] / გამომცემელი და რედაქტორი ილია თავბერიძე; გარეკანის დიზაინი ირაკლი თოიძე; ტექნიკური რედაქტორი მაკა ცომაია. - თბ.: გურიის სიძველეთა კვლევის ცენტრი, 2014 წელი. - 86 გვ. - ISSN 15-12-4010; ISBN 978-9941-0-6675-7
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9