აა აბ აგ ად აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აწ აჭ ახ აჯ
აგვ აგი აგუ

აგუნაის გადაძახება

ს. ჟღენტი, გურული კილო, ტფილისი 1936. აგუნა
იცოდნენ კალანდა საღამოს. ათ-თხუთმეტ-ოცი კაცი მოიყრის თავს, გობზე დააწყობდნენ ღორის თავს,ხაჭაპურს, ღვინოს,შეიტანდნენ მარანში და დადგამდნენ საწნახელთან. ერთი მოლექსე, რომელსაც ბავშვი ჰყავდა მოკიდებული ზურგზე, ურაკუნებდა საწნახელზე ღორის თავს (დანარჩენებიც ურაკუნებდნენ, რაც მოხვდებოდათ ხელში: ცულის ყუას და სხ.)
 
გადაიძახებდა:
“აგუნა, აგუნა,გადმეიარე,
ბახვი,ასკანა გადმეიტანე!
ჩვენს მამულში ყურძენიო,
სხვის მამულში ფურცელიო.
ჩვენს ქალებს ყაჭი და აბრეშუმი
(ჩერიე და კვირისთავი),
სხვის ქალებს ძაღლი და ვირისთავი...“ და სხვ.
მოლექსე რომ დაამთავრებდა დანარჩენები ერთხმად დასძახებდნენ: “აგუნააა, უუუ!“ დასცემდნენ ყიჟინას და შემდეგ მოსთლიდნენ ღორის თავს,სჭამდნენ ხაჭაპურს და დალევდნენ თითო - ორ-ორ ჭიქა ღვინოს. ეს ჯგუფი ყველა მეზობელს ჩამოივლიდა
Source: შარაშიძე გიორგი. გურული ლექსიკონი: პუბლიკაციები გურიის სულიერი და მატერიალური კულტურის ისტორიიდან: [PDF ტექსტი] / გამომცემელი და რედაქტორი ილია თავბერიძე; გარეკანის დიზაინი ირაკლი თოიძე; ტექნიკური რედაქტორი მაკა ცომაია. - თბ.: გურიის სიძველეთა კვლევის ცენტრი, 2014 წელი. - 86 გვ. - ISSN 15-12-4010; ISBN 978-9941-0-6675-7
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9