მა მგ მდ მე მზ მთ მი მკ მო მჟ მრ მს მტ მუ მძ მწ მხ მჯ
მტე

მტევანდიდი

საღვინე ვაზის ჯიში, ღვინო იცის მუქი წითელი და მაგარი; სასიამოვნო გემო აქვს. სურნელოვანია, კარგად ინახება. ტიკებით შორს გადატანასაც კარგად იტანს. რამდენადაც ძველდება, უმჯობესდება. სწრაფად იზრდება, ბევრს ისხამს. მსუქანი ნიადაგი უყვარს. ლერწები აქვს გრძელი, მსხვილი, მწვანე ან მიხაკის ფერი. ფოთლები დიდი, თითქმის მრგვალი, მწვანე ფერისა აქვს. ლერწების ნაღრები - ღრმა და ღია, ხოლო ფოთლის კიდეების კბილები წვრილი და მსხვილი. ფოთოლი ზემოდან უგინგლოა, ქვემოდან გინგლიანი; კუნწი - გრძელი და წვრილია; მტევანი - დიდი, ფთებიანი, მეჩხერი და ტოტებიანი აქვს; მტევნის კუნწი - მოკლეა, ნაყოფის კუნწი - გრძელი; მარცვლები - შავი, შედარებით დიდი, ოდნავ მოგრძო, თხელკანიანი, წვნიანი, ტკბილი, მაგრამ არა იმდენად გემრიელი, როგორც ჯანი (ნ.). მტევანდიდი მეტად გავრცელებულია გურიაში.
Source: შარაშიძე გიორგი. გურული ლექსიკონი : პუბლიკაციები გურიის სულიერი და მატერიალური კულტურის ისტორიიდან : [PDF ტექსტი] / გამომცემელი და რედაქტორი ილია თავბერიძე ; გარეკანის დიზაინი ირაკლი თოიძე ; ტექნიკური რედაქტორი მაკა ცომაია. - თბ. : გურიის სიძველეთა კვლევის ცენტრი, 2014 წელი. - 86 გვ.. - ISSN 15-12-4010; ISBN 978-9941-0-6675-7
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9