ქობულეთური სიმღერა. მღერიან გურიაშიც.სიმღერა დაკავშირებულია 1878 წლ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს კვირიკეთის ბრძოლასთან და ალი ფაშა თავდგირიძის სახელთან.
- “ალი ფაშამ გვიღალატა,
- ჩაგვიყვანა კვირიკეთში;
- იმან ფულები ეიღო,
- ჩვენ ჩაგვყარა რუსის ხელში.
- კაი არც მას დამართია:
- ბაწრით ჩეითრიეს გემში.
- მისი ყვირილი ისმოდა
- სუფსას გაღმა,ბაილეთში.“
Source: შარაშიძე გიორგი. გურული ლექსიკონი: პუბლიკაციები გურიის სულიერი და მატერიალური კულტურის ისტორიიდან: [PDF ტექსტი] / გამომცემელი და რედაქტორი ილია თავბერიძე; გარეკანის დიზაინი ირაკლი თოიძე; ტექნიკური რედაქტორი მაკა ცომაია. - თბ.: გურიის სიძველეთა კვლევის ცენტრი, 2014 წელი. - 86 გვ. - ISSN 15-12-4010; ISBN 978-9941-0-6675-7