1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კომერციალიზაცია

  1. შუალედური ღონისძიების სახით სულ უფრო ფართო გავრცელებას პოულობს სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანიების შექმნა. ამ პროცესს ხშირად უწოდებენ „კომერციალიზაციას“ ან „კორპორატიზაციას“, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოების აქციონერულ კომპანიებად გარდაქმნას, რომლის აქციებს ფლობენ სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანიები. ამ უკანასკნელთა შემოსავლები უნდა იყოს გამოყენებული ახალი კაპიტალდაბანდებების დაფინანსებისათვის. ინვესტიციების შემოსავლიანობის განსაზღვრის კრიტერიუმის გამოყენებით. მმართველები პასუხისმგებელნი იქნებიან აქტივების ღირებულების მაქსიმიზაციისათვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ამასთან სახელმწიფო საწარმოები როგორც კომერციული კომპანიები, რომლებსაც არა აქვთ შეღავათები არასახელმწიფო საწარმოებთან შედარებით მოქმედებენ რა კონკურენტულ გარემოში. ორიენტირებულნი უნდა იყვნენ ბაზარზე. ისინი თეორიულად თავისუფალი იქნებიან საწარმოო პრობლემების გადაწყვეტასას და რესურსების გამოყენებაში მოქმედებენ ბაზრის სიგნალებზე დაყრდნობით. „კომერციალიზაცია“ „სტრუქტურული გარდაქმნასთან“ შედარებით უფრო მეტ დროს მოითხოვს. ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომელსაც ეჭვი შეაქვს პრივატიზაციის აუცილებლობაში, კომერციალიზაციას განიხილავს, როგორც პრობლემის გადაწყვეტის გრძელვადიან საშუალებას როგორც ეფექტიან კომპრომისს სახელმწიფო საწარმოების და კერძო სექტორის განვითარებას შორის.
    Source: ბახტაძე ლელა. გარდამავალი ხანის ეკონომიკა: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ლელა ბახტაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  2. ეკონომიკის და ბიზნესის სფეროში კომერციული საწყისების ფართოდ გამოყენება, კომერციული ორგანიზაციების რაოდენობის გაზრდა; მოგების მიღების მიზნისადმი საქმიანობის დამორჩილება.
    Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9