1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კანდიდოზი

უხშირესად იწვევს სოკო კანდიდას შემდეგი სახეობები: Candida allbicaus და Torilopsis glabrata. სპეციფიური ეტიოლოგიის ანთებითი დაავადებაა, რომელიც შეიძლება ყველა ასაკში განვითარდეს, მუცლადყოფნის პერიოდის ჩათვლით. კანდიდოზით დაავადებას ხელს უწყობს მრავალი ქრონიკული დაავადება: დიაბეტი, ტუბერკულოზი, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები და სხვა. კანდიდოზის დროს, გარეთა სასქესო ორგანოების გარდა, ანთება ვითარდება შიგნითა სასქესო ორგანოებშიც: საშვილოსნო, საკვერცხეები, კვერცხსავალი მილები, საშარდე გზები. კანდიდოზისათვის დამახასიათებელია: არასასიამოვნო სუნის გამონადენი სასქესო ორგანოებიდან, ქავილი და წვა, გარეთა სასქესო ორგანოების შეშუპება.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9