1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საყოველთაო დეკლარაცია

მიღებულ იქნა 1948 წლის 10 დეკემბერს. მოყოლებული 1948 წლიდან საყოველთაო დეკლარაციამ იმპლემენტაციის უმაღლესი სტატუსი მოიპოვა არა მხოლოდ როგორც „ყველა ხალხისა და ერების საერთო სტანდარტის მიღწევის“, არამედ როგორც პრინციპების მტკიცებულებამ, რომელიც ყველა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს. რობერტსონისა და მერილსის თანახმად, მსოფლიოში საყოველთაო დეკლარაციაში ასახულმა ფუნდამენტურმა პრინციპებმა გავლენა იქონია მრავალი ქვეყნის კანონმდებლობაზე. აქედან გამომდინარე, საყოველთაო დეკლარაციის ზეგავლენამ მისი ავტორების მოლოდინს გადააჭარბა, რაც იმაში გამოიხატება, რომ დეკლარაციის მყარი და ფართომასშტაბიანი იმპლემენტაცია, მისი პრინციპების ჩვეულებითი სამართლის ნაწილად აღიარებას ნიშნავს.
Source: კილკელი ურსულა. პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის განხორციელება: გზამკვლევი / [ავტ.: ურსულა კილკელი; მთარგმნ.: ლაშა ჭელიძე და სხვ.; რედ.: ლაშა ჭელიძე] - [თბ. : ევროპის საბჭო, 2005]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9