1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ორგ ორდ ორთ ორი ორმ ორპ ორს ორტ ორჰ

ორგანიზებული წინააღმდეგობა

საყოველთაო წინააღმდეგობისგან იმით განსხვავდება, რომ ამ შემთხვევაში თავისუფლების დამცველები ლიდერების ინსტრუქციების თანახმად მოქმედებენ. ლიდერთა ჯგუფი შეიძლება შედგებოდეს კანონიერი ხელისუფლების, გადატრიალების საწინააღმდეგოდ შექმნილი სპეციალური ორგანოს წარმომადგენლებისა ან სხვა გზით შერჩეული პირებისაგან. ლიდერები შეიძლება იყვნენ მოხალისე ორგანიზაციების (საგანმანათლებლო, სამოქალაქო, შრომის, რელიგიური, პოლიტიკური და სხვ.) წარმომადგენლები, რომელთაც საზოგადოება არაოფიციალურად აღიარებს (იმისდა მიუხედავად, არიან თუ არა ისინი საჯარო ფიგურები). ორგანიზებული წინააღმდეგობა იქნება დამატებითი ზომა, რომელიც საყოველთაო წინააღმდეგობას არ ჩაანაცვლებს. ხშირად ორგანიზებული წინააღმდეგობა ისეთ ქმედებებს ითვალისწინებს, რომლებიც ფოკუსირებულია სპეციფიურ მოვლენაზე, ან იმართება სპეციფიკურ ადგილასა და დროს. ასეთმა წინააღმდეგობამ შესაძლოა, სპეციფიური ფორმა მიიღოს. პროტესტის ფორმები კი უამრავია. ესენია: სიმბოლური პროტესტი ან წინააღმდეგობა, დემონსტრაციები, მოკლევადიანი გაფიცვები, საპროტესტო მარშები, პროტესტის ნიშნად ელექრტოენერგიის დროებითი გამორთვა, ეკლესიების ზარების რეკვა, სახელმწიფო დროშების ფრიალი, წერილების წერის ორგანიზებული კამპანია, რელიგიური მსახურებისას სასულიერო პირების მიერ ოფიციალური განცხადებების წაკითხვა, ორგანიზებული შიმშილობის აქციები, რადიოგადაცემები ფარული გადამცემით, სამგლოვიარო ცერემონიები (თავდამსხმელების სისასტიკის ან ტერორისტული აქტების გამო).
Source: ჯენკინსი ბრუს. გადატრიალების წინააღმდეგ//თავისუფლება 9(33). - თავის. ინ-ტი. თბ., -2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9