1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ქა ქე ქვ ქთ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქურ ქუჩ

ქუჩის რეკლამები

როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც წინასაარჩევნოდ უამრავი ბილბორდი და პლაკატი მზადდება. მათზე, უმეტესწილად, პარტიის სახელი, ლიდერის სურათი (გამონაკლის შემთხვევებში ლიდერების სურათები), ძირითადი მოწოდება და ბიულეტენში პარტიის ნომერი არის გამოსახული. ამ გზით ხდება პარტიის ძირითადი მახასიათებლების ამომრჩეველთა გონებაში აღბეჭდვა. პარტიების უმრავლესობა ამ კამპანიას არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყებს. მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნებამდე გაცილებით ადრე ამ კამპანიის დაწყება არაეფექტურია და მხოლოდ „შეძლებულ“ პარტიებს ძალუძთ მათი ხანგრძლივი დაფინანსება. პარტიები ამ საქმიანობისთვის უფრო ახალგაზრდა წევრთა ჯგუფებს იყენებენ, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში მცირედ ანაზღაურებასაც იღებენ. ყველაზე დაძაბულ წინასაარჩევნო კვირების განმავლობაში პლაკატების გაკვრა პარტიათა შორის ბრძოლის მნიშვნელოვან საკითხად იქცევა ხოლმე. ხშირია ოპონენტთა პლაკატების ჩამოხევისა და მოწინააღმდეგის საარჩევნო განცხადებების ზემოდან გადაკვრის ფაქტები. ეს დაპირისპირება არცთუ იშვიათად პარტიის აქტივისტებს შორის ჩხუბით მთავრდება, მეტწილად - გვიან ღამით. რამდენადაც ქუჩის რეკლამები ოპონენტების მიერ ხშირად ნადგურდება, აქტივისტთა ნაწილი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს ამ კამპანიის ეფექტურობას. პარტიის ლიდერები არ იზიარებენ ამ მოსაზრებას და პოლიტიკური ორგანიზაციები მნიშვნელოვან ძალისხმევასა და რესურსებს, სწორედ, ქუჩაში რეკლამების განთავსებას ახმარენ.
Source: საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები / რედ.: გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი; [წინასიტყვ.: ვლადიმირ შკოლნიკოვი, იოს ვან კემენადე]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, ნიდერლანდების მრავალპარტ. დემოკრ. ინ-ტი, ეუთო-ს დემოკრ. ინ-ტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - [თბ.] : CIPDD, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9