1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რობ როდ როზ როი როკ რომ როჟ როტ როქ როშ

როქველი ლეველ

ლეველინ როქველი თანამედროვე „ავსტრიული ეკონომიკური სკოლის“ ამერიკული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი, ლიბერტარიანელი პოლიტიკოსი, აქტიური ჟურნალისტი და შედეგიანი ორგანიზატორია. იგი, ალაბამას შტატში, ოუბურნში განლაგებული მიზეზის სახელობის ინსტიტუტის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, აგრეთვე კალიფორნიაში, ბურლინგემში განლაგებული ლიბერტარიანული კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტია. რამოდენიმე მნიშვნელოვანი წიგნის რედაქტორს, ბრწყინვალე პუბლიცისტსა და ორატორს, გამოქვეყნებული აქვს ათასობით სტატია, რომელშიც მეტად სხარტად, მახვილ-გონივრულად, ზუსტად და აქტიურად აქვს გაანალიზებული ადამიანის თავისუფლების, მისი სამეურნეო საქმიანობის ხელშეუხებლობისა და სხვებთან მშვიდობიანი თანაარსებობის პრობლემები, თანამედროვე ეკონომიკისა და პოლიტიკაში. მისი შეხედულები, დღევანდელობის პრობლემა სახელმწიფოს როლის გადამეტება და ადამიანის თავისუფლების დაკნინებაა. ამ საკითხს ეხმიანება მისი ნაშრომი „ამერიკული კლასიკური ლიბარალიზმი“, რომელიც 1996 წელსაა დაწერილი და გარკვეულწილად, მისი პოლიტიკური შეხედულებების შემჭიდროებულ ვერსიას წარმოადგენს. ის, საკუთარი საქმიანობით, რუდუნებით და თამნიმდევრულობით, ამტკიცებს, რომ შესაძლებელია სახელმწიფოსაგან დაუხმარებლად, კერძო სემოწირულობებისა და საკუთარი სამეცნიერო პროდუქციის - წიგნების, ბროშურების, სამეცნიერო ჟურნალების რეალიზებითა და ფასიანი ლექცია-სემინარების მოწყობით მიღებული შემოსავლებით, მოქმედებდეს კვლევითი დაწესებულება - მიზეზის ინსტიტუტი. ამასთან, წარმოადგენდეს თანამედროვე „ავსტრიელი“ და „ლიბერტარიანული“ თეორიების კვლევის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ცენტრს, სადაც ყოველწლიურად, ციდნის გაღრმავებისა და დაუვიწყარი გამოცდილების მირების საშუალება აქვს ათასობით ადამიანს, მათ შორის საქართველოდან.
Source: ლიბერალიზმის საფუძვლები: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004. - (თავისუფლების ბ-კა; წ. 1, 2004 წელი). შინაარსი: კლოდ ფრედერიკ ბასტია/ადამ სმითის სიბრძნე; ჯონ სტიუარტ მილი/თავისუფლების შესახებ; ლორდი ემერიხ ედვარდ დალბერგ ექტონი / თავისუფლების ისტორია ანტიკურ ხანაში; ჰენრი ჯორჯი / ოდა თავისუფლებას; ვილჰელმ რიოპკე / ლიბერალიზმის კულტურული იდეალი; ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ ფონ მიზესი / თანასწორუფლებიანობის და არათანასწორუფლებიანობის შესახებ; ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი / ლიბერალიზმი; ლეველ როქველი / ამერიკული კლასიკური ლიბერალიზმი; პაატა შეშელიძე / წინ - თავისუფლებისაკენ!.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9