1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უცხ

უცხოური ვალუტის კონტროლი

გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მსგავს ინდუსტრიულ ქვეყნებში მეორე სახესხვაობის სოციალიზმის განხორციელების მთავარ ხერხს უცხოური ვალუტის კონტოლი წარმოადგენს. ეს ქვეყნები ვერ ახერხებენ, რომ თავიანთი ხალხი მხოლოდ შიდა რესურსებით გამოკვებონ და შემოსონ. მათ დიდი რაოდენობით საკვები და ნედლეული უცხოეთიდან უნდა შემოიტანონ. სათანადო ხარჯების ანაზღაურებისთვის კი სრულიად გარდაუვალი აუცილებლობაა გარკვეული ნაწარმის უცხოეთში გაყიდვა, რომელიც თავის მხრივ უმეტესად უცხოური ნედლეულისგან მზადდება. ასეთ ქვეყნებში თითქმის ყველა სამეურნეო გარიგება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, განპირობებულია ექსპორტით ან იმპორტით, ან ორივეთი ერთად. შესაბამისად, უცხოური ვალუტის ყიდვა- გაყიდვაზე ხელისუფლების მონოპოლია, ნებისმიერ სამეუერნეო საქმიანობას დამოკიდებულს ხდის იმ სააგენტოს კეთილგონიერებაზე, რომელსაც უცხოური ვალუტის კონტროლი აქვს დვალებული. ამერიკის შეერთებული შტატების მდგომარეობა სხვა ქვეყნებთან შედარებით განსხვავებულია. საგარეო ვაჭრობის მოცულობა ქვეყნის ვაჭრობის მთელ მოცულობასთან შედარებით მცირეა. უცხოური ვალუტის კონტროლი ამერიკული ბიზნესის უდიდეს ნაწილზე მხოლოდ უმნიშვნლოდ იმოქმედებს. ამიტომაც, ჩვენი დამგეგმარებლების მონახაზებში საკითხი უცხოური ვალუტის კონტროლის შესახებ ძნელად თუ მოიძებნება. მათი ძალისხმევა ფასების, ხელფასების, საპროცენტო განაკვეთებისა და ინვესტიციების კონტროლისკენ, აგრეთვე შემოსავლებისა და მოგების შეზღუდვებისკენ არის მიმართული.
Source: ლიბერალიზმი და ძალაუფლება: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9