1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

თა თე თვ თო თუ
თავ თაი თაკ თალ თამ თან თარ თაყ

თაკერი ბენჯამინ (1854-1936)

გამოჩენილი ანარქისტი და რეფორმისტი აშშ-ში, სამხრთ დარმოუთში, მასაჩუსეტსის შტატში დაიბადა. 1870-73 წლებში ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა, თუმცა თანდათან სოციალური რეფორმების საჭიროების კვლევას უფრო დიდი ყურადღება დაუთმო და გამოკვეთილ ინდივიდუალისტ ანარქისტად ჩამოყალიბდა. მან მიატოვა სკოლა, საფრანგეთს გაემგზავრა და ფრანგ ანარქო-სოციალისტ პიერ ჟოზე პრუდონთან განაგრძო მუშაობა, რომელიც თაკერისთვის ავტორიტეტად იყო ქცეული. 1876 წელს მან საკუთარი ხარჯებით გამოსცა პრუდონისათვის მიძღვნილი შრომა, სათაურით „რა არის საკუთრება?“ თაკერმა 1877 წელს ჟურნალი „რადიკალური მიმოხილვა“ დაარსა. თუმცა მის მიერ გამოცემული ყველაზე უფრო ცნობილი ჟურნალი „თავისუფლბა“ გახლდათ, რომელიც 1881-1908 წლებში რგულარულად გმოიცემოდა. თაკერმა, როგორც ბრწყინვალე პოლემისტმა მრავალი შრომა მიუძღვნა თავისუფლების სკითხს, როდესაც იგი 1877 წელს „ბოსტონ გლობში მუშაობდა“ და შემდომში, როდესაც „ ნიუ იორკის საინჟინრო ჟურნალს“ გამოსცემდა.
Source: ლიბერალიზმი და ძალაუფლება: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9